© იუნისეფი/საქართველო/პიროცი

 

 ბავშვის უფლებათა მონიტორინგი და კომუნიკაცია


• ბავშვთა მდგომარეობის შესახებ ანგარიშგების პროცესის ხელშეწყობა


• საზოგადოების ყურადღების გამახვილება ბავშვთა უფლებებზე


• უფლებადამცველი დამოუკიდებელი ინსტიტუტების და ჟურნალისტების მხარდაჭერა


• ბავშვის უფლებათა ლობირება/პოპულარიზაცია


იუნისეფი თანამშრომლობს პარლამენტთან ეროვნული კანონმდებლობის ბავშვის უფლებათა კონვენციასა და სხვა საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციის მიზნით. პროგრამა ითვალისწინებს მთავრობის მიერ გაეროს წინაშე ანგარიშგების პროცესის ხელშეწყობას საქართველოში ბავშვთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით. ჩვენ ასევე ვთანამშრომლობთ ადამიანის უფლებათა დამცველ დამოუკიდებელ ინსტიტუტებთან, როგორებიცაა სახალხო დამცველის ოფისი, სამოქალაქო საზოგადოება და მედია, ბავშვის უფლებათა დაცვის მონიტორინგის მიზნით.


პარლამენტარებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, რელიგიურ ლიდერებთან, კერძო სექტორსა და სხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობით იუნისეფი ცდილობს, ბავშვთა საკითხები მუდამ რჩებოდეს საზოგადოების ყურადღების ცენტრში და მოსახლეობა ინფორმირებული იყოს ბავშვთა უფლებების შესახებ.


ამასთანავე, ჩვენ ვთანამშრომლობთ მას–მედიასა და ჟურნალისტიკის სკოლებთან, რათა ხელი შევუწყოთ ბავშვთა საკითხების გაშუქებისას ეთიკური ნორმების დაცვას და მომავალი ჟურნალისტების ინფორმირებას ბავშვთა უფლებებზე. 

 

Join / Follow / Connect