© იუნისეფი/საქართველო/ბლაგონრავოვა

 

სკოლამდელი განათლება


• სკოლამდლი განათლებისთვის უკეთესი პოლიტიკის და გეგმების შემუშავება


• ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარებისა და სკოლამდელი დაწესებულებების სტანდარტების დაწესება


• მომვლელების, მასწავლებლებისა და ადმინისტრაციის კვალიფიკაციის ამაღლება


• განსაკუთრებული საჭიროებების მქონე და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ბავშვებისათვის ადრეული განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა


იუნისეფის მხარდაჭერით საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში შეიქმნა „ბავშვთა ადრეული განვითარების ეროვნული ალიანსი“. ალიანსმა შეიმუშავა ბავშვის ადრეულ ასაკში განათლებისა და  განვითარების ეროვნული სტრატეგიული გეგმა და ახალი ტანდარტები.


აღნიშნული სტანდარტები საფუძვლად დაედო სკოლამდელი განათლების რეფორმას და  წარმოადგენს სახელმძღვანელოს აღმზრდელებისთვის  განსაზღვრავს რა ინდიკატორებს ექვს წლამდე ასაკის ბავშვების  ფიზიკური, გონებრივი და სოციალური განვითარებისთვის. სტანდარტები ასევე განსაზღვრავს, თუ როგორი უნდა იყოს  სკოლამდელი დაწესებულებების ფიზიკური გარემო, საკლასო ოთახისა და სათამაშო ტერიტორიის ჩათვლით, რათა ეს გარემო იყოს უსაფრთხო და ხელს უწყობდეს ბავშვების განვითარებას. 


იუნისეფი ეხმარება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს სწავლება სკოლამდელი განათლების ყველა დაწესებულებაში გახდეს უფრო ინტერაქტიური და მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული ბავშვების ინტერესები. აღნიშნული თანამშრომლობა ასევე ითვალისწინებს სკოლამდელი განათლების დაწესებულებების აღმზრდელთა და ადმინისტრატორთათვის  სასწავლო პროგრამებისა და სახელმძღვანელოების შემუშავებას.


ჩვენ ასევე ხელს ვუწყობთ ხარისხიანი ადრეული განათლების ხელმისაწვდომობას ყველა სოციალურად დაუცველი ბავშვისთვის და ამ მიზნით სკოლამდელი განათლების ალტერნატიული ცენტრების დაარსებას იმ ბავშვებისათვის, რომლებიც ცხოვრობენ უმცირესობებით დასახლებულ, ძნელად მისაღწევ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ რეგიონებში.  

 

Join / Follow / Connect