© იუნისეფი/ადამ როსტკოვსკი

 

სოციალური პოლიტიკა

 


• ბავშვებისათვის უკეთესი პოლიტიკის შემუშავება


• სოციალური პოლიტიკის არეალის გაფართოება უღარიბესი და ყველაზე დაუცველი პირების მოცვის მიზნით


• შედეგებზე ორიენტირებული სოციალური პოლიტიკა


• ბავშვებისათვის უფრო მეტი რესურსის მობილიზება

 

გაეროს ბავშვთა ფონდი (იუნისეფი) თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან ბავშვთა ინტერესებზე ორიენტირებული პოლიტიკის შემუშავების მიზნით. ჩვენ ვეხმარებით მას, პროგრამები მოიცავდეს ყველაზე დაუცველ, სოციალურად გარიყულ ოჯახებს და არსებობდეს ქმედითი სოციალური დაცვის მექანიზმები სიღარიბის შემცირებისა და ბავშვთა დაცვისათვის.


ჩვენ ვხელმძღვანელობთ სანდო მონაცემებითა და კვლევებით, რათა დავრწმუნდეთ არსებული პოლიტიკის ეფექტურობაში და ვეხმარებით  მთავრობას და სხვა პარტნიორებს მათი პროგრამების მონიტორინგსა და შეფასებაში, უკეთესი პოლიტიკური ალტერნატივების განსაზღვრაში, ბიუჯეტის ანალიზსა და სოციალურ სექტორში ბავშვებისათვის განკუთვნილი დანახარჯების გაზრდაში.


პროგრამა მოიცავს ეროვნული ინსტიტუტების, მათ შორის სტატისტიკის ეროვნული ბიუროს, გაძლიერებას, რათა პოლიტიკა ეფუძნებოდეს მტკიცებულებებს და ქვეყანაში არსებობდეს სანდო მონაცემები და ინდიკატორები უკეთესი გადაწყვეტილებების მისაღებად.  

 

Join / Follow / Connect