© იუნისეფი/საქართველო/ხიზანიშვილი

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები


• დიდი ზომის ბავშვთა სახლების ალტერნატივების ხელშეწყობა


• ოჯახების დახმარება ბავშვზე ზრუნვის საკითხებში


• შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების ჩართვა ჩვეულებრივ სკოლებსა და დაწესებულებებში


იუნისეფი ეხმარება საქართველოს მთავრობას და სხვა პარტნიორებს,  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისათვის ხელმისაწვდომი იყოს დიდი ზომის ბავშვთა სახლების ალტერნატივები, როგორებიცაა მინდობით აღზრდა და დღის ცენტრები. ჩვენ აგრეთვე ვზრუნავთ, ამ ბავშვების ოჯახებს ჰქონდეთ შესაძლებლობა მიიღონ შესაბამისი კონსულტაცია და დახმარება, რათა უკეთესად იზრუნონ თავიანთ შვილებზე. 


იუნისეფი ასევე ცდილობს აღმოიფხვრას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მიმართ არსებული სტიგმა და მათი იზოლირება საზოგადოებისაგან; გაიზარდოს იმ სკოლებისა და სათემო ცენტრების რაოდენობა, სადაც ჩართულნი იქნებიან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებიც. 


 

 

Join / Follow / Connect