© სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოტო

 

ბავშვზე ზრუნვის სისტემის რეფორმა
    

• სოციალური დაცვის და ბავშვთა კეთილდღეობის სისტემის გაძლიერება


• ბავშვებისათვის ოჯახური გარემოს უზრუნველყოფა


• ბავშვების გამოყვანა დიდი ზომის სააღმზრდელო დაწესებულებებიდან


იუნისეფის მიზანია სოციალური დაცვისა და კეთილდღეობის სისტემების გაძლიერება შესაბამისი პოლიტიკის შემუშავებისა და დეცენტრალიზებული სამსახურების გაუმჯობესების გზით. ჩვენ ვიცავთ ბავშვებსა და ქალებს ძალადობისა და ექსპლუატაციისაგან, ვეხმარებით სოციალურად დაუცველ ბავშვებს დარჩნენ თავიანთ ოჯახებში და ხელს ვუწყობთ ბავშვთა სახლებისაგან განსხვავებული მზრუნველობის სამსახურების დანერგვას იმ ბავშვებისთვის, რომელთა ოჯახში დატოვება შეუძლებელია.


ჩვენ ვცდილობთ  ბავშვებისა და მათი ოჯახების დახმარებას  ბავშვთა დაცვის ქმედითი სისტემის შექმნით. აღნიშნული სისტემის მეშვეობით მოხდება პრობლემების იდენტიფიკაცია და ბავშვებისა და მათი ოჯახების გადამისამართება იმ სამსახურებთან, რომელთაც მათი დახმარება შეუძლიათ.  


აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად  იუნისეფი ეხმარება საქართველოს მთავრობას ბავშვზე ზრუნვის სისტემის რეფორმაში. აღნიშნული რეფორმა  ითვალისწინებს ქვეყანაში დიდი ზომის სამზრუნველო დაწესებულებების, მათ შორის, ჩვილ ბავშვთა სახლებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა ინსტიტუციების, დახურვას; უკეთესი ხარისხის მინდობითი აღზრდის და 8–10 ბავშვისთვის განკუთვნილი მცირე საოჯახო ტიპის სახლების  ხელმისაწვდომობას; სოციალური მუშაკების კვალიფიკაციის ამაღლებას და ბავშვზე ზრუნვის სისტემაში მათი როლის გაზრდას; დღის ცენტრების რაოდენობის გაზრდას; ბავშვთა მიტოვების პრევენციის სამსახურების გაუმჯობესებას და სოციალურად დაუცველი ოჯახების გაძლიერებას.

Join / Follow / Connect